|
2019-07-16 14:33:22, 2073 ნახვა
სამართალი
20 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს საქართველოს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა. უწყების ცნობით, კერძოდ, ლ.ი-ს ბრალად ედება მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. „საქართველოს გენერალური პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი გუშინ დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ მან 2019 წლის 21 ივნისს, გამთენიისას, რუსთაველის გამზირზე, გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ფიზიკურად იძალადა დაკავებულ პირზე. პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონიძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)