01:45 - 13 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-16 09:05:16, 11351 ნახვა

სხვადასხვა
კვლევების მიხედვით მიხეილ სააკაშვილის პარტია უკრაინის რადაში ვერ მოხვდება

მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ უმაღლესი რადის ვადამდელ არჩევნებში ბარიერს ვერ გადალახავს და უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება.
ამის შესახებ ცნობილი გახდა ახალი სოციოლოგიური კვლევებით, რომელიც უკვე გამოქვეყნდა. კვლევების მიხედვით ყველაზე დიდი მხარდაჭერა, მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პარტიას " სლუგა ნაროდას" აქვს 41,5 % მეორე ადგილზეა რუსეთთან დაახლოებული ვიქტორ მედვეჩუკის პარტია, რომელსაც 12,5% მხარდაჭერით მოხვდება უკრაინის რადაში. მესამე ადგილზეა, ვიატოსლავ ვაკარჩუკის პარტია "გოლოსი" 8,8%-ით. მეოთე და მეხუთე ადგილებს, ექს პრეზიდენტის პეტრე პოროშენკო და იულია ტიმოშენკოს პარტიები ინაწილებენ.
გამოკითხვა რაზუმკოვის კვლევითმა ცენტრმა, 5-დან 11 ივლისის ჩათვლით ჩაატარა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა 13 ივნისს პარტიის დეპუტატობის კანდიდატთა ათეული დაასახელა. სიას მიხეილ სააკაშვილი უდგას სათავეში.

სიის მეორე ნომერი უკრაინის გენპროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძეა. მესამეა რადის მე-7 მოწვევის დეპუტატი ოლეს დონი. მეოთხე - ოდესელი მოჭადრაკე ნატალია ჟუკოვა, მეხუთე - ეკონომიკის ექსმინისტრი ვლადიმერ ლანოვოი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საჰაერო ძალებს არ მიუღიათ წინასწარი ინფორმაცია კიევის დაბომბვისას
ტრამპი ცდილობს, უკრაინა კაპიტულაციაზე აიძულოს, — The Atlantic
ფინეთმა ევროკავშირს შესთავაზა, რომ ომის დასრულებამდე რუსებისთვის ტურისტული ვიზების სრული აკრძალვა დაწესდეს
ნატომ პირობა დადო, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში, თავდამსხმელის ძალები სრულად განადგურდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics