|
2019-07-13 18:31:19, 2988 ნახვა
სამართალი
დეკანოიძე: გამოკითხვაზე არაფერი მნიშვნელოვანი კითხვა არ მომისმენია
„სახელმწიფო გადატრიალებასა და ამბოხზე, როდესაც საქმე გაქვს აღძრული, ხომ მნიშვნელოვანი კითხვები უნდა მოისმინო რაღაც, არაფერი მნიშვნელოვანი კითხვა მე იქ არ მომისმენია“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, მასთან კითხვები ძირითადად იმასთან დაკავშირებით ჰქონდათ, თუ სად იმყოფებოდა 20 ივნისის აქციის დროს და მიმართა თუ არა მან მომიტინგეებს. „კითხვები ეხებოდა ჩემს ადგილმდებარეობას, სად ვიყავი, მივმართე თუ არა სიტყვით აქციას და ა.შ. რაზეც, დიახ, ჩემი პასუხი ასეთია, მე მივმართე აქციას სიტყვით, მე გამოვხატე პროტესტი ისევე, როგორც ძალიან ბევრმა ადამიანმა. ჩემი მდებარეობა იყო იქ, სადაც იდგნენ საქართველოს მოქალაქეები. სახელმწიფო გადატრიალებასა და ამბოხზე, როდესაც საქმე გაქვს აღძრული, ხომ მნიშვნელოვანი კითხვები უნდა მოისმინო რაღაც, არაფერი მნიშვნელოვანი კითხვა მე იქ არ მომისმენია, როგორ იყო ქრონოლოგია, მოგვიყევიო და მოვუყევი“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)