|
2019-07-13 10:54:03, 2029 ნახვა
სამართალი
ჯავახაძე: უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მოდუნების საშუალება არ გვაქვს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ უვიზო მიმოსვლასთან და მის გამოწვევებთან დაკავშირებით ისაუბრა. მინისტრის მოადგილის თქმით, პირდაპირი საფრთხე უვიზო მიმოსვლას არ ემუქრება, თუმცა პრობლემები რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობს და ამ მხრივ სამუშაოა. „სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნის ქვეშ საერთოდ არ დადგეს, არა თუ საფრთხე შეექმნას ამ უდიდეს მიღწევას. შესაბამისად, უკვე ამ ეტაპისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. იყო საკანონმდებლო ცვლილებები მაგალითად, გვარის შეცვლის პროცედურის გართულება. ბოლოს იყო უკანონო მიგრაციის ხელშეწყობის კრიმინალიზაცია. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიას. გარდა ამისა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა გავიზიაროთ ის პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყანაში დგას და ვცდილობთ, რომ ორმხრივ ფორმატშიც გადავწყვიტოთ ეს პრობლემები. მაგალითად, მე ვახსენე საფრანგეთი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ქვეყანაა. მოგეხსენებათ დაახლოებით 2 თვის წინ ჩვენ გვსტუმრობდა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. ხელი მოეწერა ორმხრივ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სულ მალე საფრანგეთში პოლიციის 3 ქართველი ოფიცერი გაიგზავნება. აქედან 2 იქნება დასაქმებული კრიმინალურ პოლიციაში, ხოლო ერთი იქნება სასაზღვრო ოფიცერი. რომელიც ფრანგ კოლეგებს შესაბამისად დაეხმარებიან და ვფიქრობთ, რომ ამ მხრივ გარკვეულწილად მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ პრობლემების მოგვარების საკითხში. გარდა ამისა ვემუშავებით გერმანიას, შვედეთს და ყველა იმ ქვეყანას, სადაც ამ მხრივ პრობლემები არსებობს. ვერ გეტყვით, რომ უვიზო მიმოსვლას დღეს საფრთხე ემუქრება, თუმცა მინდა, რომ სწორად გავიგოთ ყველამ, რომ მოდუნების საშუალება არ გვაქვს. ეს არის მუშაობის მუდმივი პროცესი. როგორც გითხარით, ძირითად ქვეყნებში პრობლემა მოხსნილია იმ თვალსაზრისით, რომ კლების ტენდენცია შეინიშნება თავშესაფრის მაძიებლების კუთხით. თუმცა, რაღაც ქვეყნები ჯერ კიდევ არის, სადაც ეს საკითხი პრობლემურია, მათ შორის საფრანგეთში. ანუ წარმოდგენა რომ შეგვექმნას რაზეა საუბარი, თვეში დაახლოებით 1000 ახალი განაცხადია თავშესაფრის მაძიებლების. 1000 ან შეიძლება ცოტა მეტი. ანუ შესაბამისად ეს პრობლემები რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობს. მოდუნების საშუალება არ გვაქვს. თუმცა პირდაპირი საფრთხე უვიზო მიმოსვლას არ ემუქრება“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)