|
2019-07-12 14:51:31, 2279 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილე - აქციაზე ისეთი არაფერი იყო გამოყენებული, რაც კანონით აკრძალულია
შინაგან საქმეთა მინსიტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ, 20 ივნისს სამართალდამცველების მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების შესახებ მედიის მიერ დასმულ კითხვას კიდევ ერთხელ უპასუხა. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებაზე გამოძიებას მიმდინარეობს პროკურატურაში და მას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს. „ტყვიები რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს - არც გამოუყენებია. ტყვიები რომლებიც იქნა გამოყენებული აბსოლუტურად ყველა გაწერილია კანონით და საერთაშორისო სტანდარტებით. შესაბამისად იქ ისეთი არაფერი იყო გამოყენებული რაც კანონით არის აკრძალული. ჟურნალისტების დაზიანებაც გამოძების ნაწილია, რომელიც პროკურატურაში მიმდინარეობს და რომელთანაც ჩვენ კავშირი არ გვაქვს. ამაზეც რამდენჯერმე ინფორმაცია გავრცელდა. იმ გამოძიებას რომელიც უფლებამოსილების გადამეტებაზე მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს, მასში არ მონაწილეობს, ეს არის პროკურატურის პრეროგატივა“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)