|
2019-07-12 10:41:22, 2124 ნახვა
სამართალი
20 ივნისის საქმეზე ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა და გუბაზ სანიკიძე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს
20 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენების საქმეზე ოპოზიციური პარტიის წევრები ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა და გუბაზ სანიკიძე მოწმის სტატუსით შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. მათი განცხადებით, ისინი ჩვენებას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით საქალაქო სასამართლოში მისცენ. „ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს სასამართლო დარბაზში მაგისტრანტ მოსამართლესთან თუმცა რა კითხვები უნდა ჰქონდეთ გუშინწინდელ გავრცელებულ კადრების შემდეგ, სადაც ოპოზიციის ლიდერები შედიოდნენ კორდონში როდესაც დაიწყეს მხუთავი გაზის სროლა და რეზინის ტყვიების სროლა. ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს რომ პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ“, -განაცადა ხატია დეკანოიძემ. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება არ გაჰკვირვებია. „გადასერივია, ველოდებოდი ამას დიდი სასოებით. იმიტომ, რომ როცა ქვეყანას მართავენ მოღალატეები მაშინ პატრიოტები ციხეში უნდა ვიჯდეთ. ადამიანები რომლებიც ვცდილობდით როგორმე დაგვეშორიშორებინა ერთმანეთისთვის დაპირისპირებული მხარეები, არ მომხდარიყო უფრო მძიმე შედეგები, პირიქით ჩვენ გვაბრალებენ“, -განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. ამავე საქმეზე შსს-მ რამდენიმე დღის წინ გამოკითხვაზე დაიბარა გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ბარამიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)