|
2019-07-11 22:27:48, 2111 ნახვა
სამართალი
გახარია - ყველა პროფესიონალი, ვისაც თემა ესმის, იტყვის, რომ ამ ტყვიის დამიზნება შეუძლებელია
„როდესაც ვიღაც ამბობს, რომ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ თვალში, ეს არის აბსურდი, სიცრუე და ჩვეულებრივი ტყუილი!“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საკითხში გარკვეული ნებისმიერი ადამიანი იტყვის, რომ აქციაზე გამოყენებული ტყვიების დამიზნება შეუძლებელია. „ეს არის არალეტალური ტყვია, რომელიც გამოიყენება სამართალდამცავი სისტემის მიერ მასების მართვისთვის, არა მარტო საქართველოში, არამედ ყველგან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ყველა ტყვია, რაც იყო გამოყენებული, 4 სახის, არის სრულ შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან. სხვათაშორის ეს ნარინჯისფერი არის 2012 წელს შეძენილი. მას შემდგომ ყოველთვის ყველგან იყო აღჭურვილობაში. ამ ტყვიას ინსტრუქციაში უწერია, რომ მისი გამოყენების ეფექტურობის მანძილი არის 10 მეტრიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ინსტრუქციით, ჩვენს პოლიციელებს აქვთ მითითება, რომ ეს ტყვია უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ 20 მეტრიდან. ასევე გეტყვით, ყველა პროფესიონალი, ვისაც თემა ესმის, იტყვის, რომ ამ ტყვიის დამიზნება შეუძლებელია. როდესაც ვიღაც ამბობს, რომ დამიზნებით ესროდნენ თვალში, ეს არის აბსურდი, სიცრუე და ჩვეულებრივი ტყუილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)