07:15 - 07 Jul, 2026
|
2019-07-09 18:41:34, 1223 ნახვა
საზოგადოება
მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი 13 კედელი მოეწყო
მიმდინარე წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონში გრუნტის დამჭერი 13 კედელი მოეწყო. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი თმოგვის II შესახვევის N16-ში განხორციელდა, სადაც 37-მეტრიანი საყრდენი კედელი აშენდა. აღნიშნულ მისამართზე შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა. „თმოგვის II შესახვევში ძალიან რთული მდგომარეობა იყო. მიწა რამდენჯერმე ჩამოიშალა. გასულ წელს ავაშენეთ ერთი კედელი და ახლა დავასრულეთ მეორე კედლის მოწყობა. N16-ში კედლის აშენების შედეგად უკვე დაცულია ქსოვრელის ქუჩისა და ამ შესახვევის მოსახლეობის უსაფრთხოება“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ. თმოგვის II შესახვევის N16-ში გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 109 881 ლარი გამოყო.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)