|
2015-01-23 15:13:34, 420 ნახვა
ვახტანგ ყოლბაია: საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენი პრობლემებით დაიღალა
აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ხელშეკრულების თემაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი სანაკოევმა რუსეთის დუმის მიერ აფხაზეთთან ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირება შეაფასა და განაცხადა, რომ ამისთვის მზად იყვნენ. ამასთან, ყოლბაიას თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრობლემებით დაიღალნენ და ქართულმა მხარემ პროცესებში მათი აქტიური ჩართულობა უნდა მოახერხოს. "მე გითხარით შეხვედრის დაწყებამდე, რომ რატიფიცირება მოხდებოდა. აქ არაფერი ახალია არაა. ამისათვის ჩვენ მზად ვიყავით და ვართ კიდევაც შინაგანად. ამას სჭირდება ძალიან ჩამოყალიბებული მიდგომა. ამ პროცესში უნდა ჩაერთოს საერთაშორისო თანამეგობრობა.მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, მათ შორის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები, ცოტა არ იყოს და დაიღალენ ჩვენი კონფლიქტებით, ჩვენი პრობლემებით. ამიტომ, მათი უფრო აქტიური ჩართულობა უნდა შევძლოთ ჩვენ. ჩვენ შიგნით, ჩვენს საზოგადოებაში უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენს მიდგომებზე, თუ როგორ და რანაირად ვხედავთ ამ კონფლიქტის მოგვარებას, უფრო მეტად აფხაზებთან ნდობის აღდგენას. კითხვაზე- რას გულისხმობს საერთაშორისო თანამეგობრობის დაღლაში, ყოლბაიამ ასე უპასუხა: "უფრო ნაკლებად ვგრძნობთ ჩვენ ჰუმანიტარულ დახმარებას, ნაკლებადაა ყოველღიური ჩართულობა კონფლიქტის მოგვარების გზების ძიებაზე. ჩვენ თვითონ უნდა შევთავაზოთ საერთაშორისო ორგანიზაციას, სად და როდის და რა ფორმატში ვხედავთ მათ გააქტიურებას.სულ სხვის იმედზე ყოფნა, ცოტა არ იყოს და მათთვისაც და ჩვენთვისაც დამღლელია",-აღნიშნა ყოლბაიამ.
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)