|
2026-04-06 12:29:53, 8743 ნახვა
სამართალი
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
პენიტენციური აღდგომის დღეებში ამანათების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. ამასთან, პენიტენციური აქვეყნებს იმ საკვების ჩამონათვალს, რომლის შეტანასაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეძლებენ. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის ამანათების მიღებას იწყებს. პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება შესაძლებელი იქნება 8-9 აპრილს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს: • ხორცი შემწვარი ან მოხარშული 3 კგ; • ქათამი - 1 ცალი მოხარშული და 1 ცალი შემწვარი. • ყველი - 2 კგ; • ხაჭაპური და ლობიანი 3-3 ცალი; • პასკა - 2 ცალი • წითელი კვერცხი-10 ცალი • უკრემო ნამცხვარი • კიტრი და პომიდორი 3-3 კგ. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცხელი ხაზის 1500 მეშვეობით. სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებელ წარმართვას, - წერია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრმა პრილუკიში რუსული სარაკეტო დარტყმის ადგილი მოინახულეს
კრამატორსკზე, ორ ავტობუსზე თავდასხმის შედეგად ოცდაათი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)