|
2019-07-07 19:20:15, 1281 ნახვა
საზოგადოება
რუისთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მოზარდის მდგომარეობა დამძიმდა - მას სისხლი ესაჭიროება
უკიდურესად დამძიმდა რუისთან მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებული 12 წლის მოზარდი მდგომარეობა. მას სასწრაფოდ ესაჭიროება მესამე ჯგუფის რეზუს დადებითი სისხლი. დახმარების მსურველებმა მიმართეთ სისხლის ბანკს, მითითებულ ნომრებსა და მისამართზე: ლუბლიანას ქ 2/6, სისხლის ბანკი, მ. იაშვილის კლინიკის მიმდებარე ტერიტორია, ტელ: 0322540409, 599559691. შეგახსენებთ, რომ ჩქაროსნულ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა და 5 მძიმედ დაშავდა. დაღუპულთაგან 2 ბავშვია. არასრულწლოვნები არიან დაშავებულებს შორისაც. გარდაცვლილებიც და დაშავებულებიც სომხეთის მოქალაქეები არიან. ისინი ერთი ავტომობილით მგზავრობდნენ და სავარაუდოდ დასასვენებლად აჭარის რეგიონისკენ მიემართებოდნენ. უბედური შემთხვევა რუისთან მოხდა. მდგომარეობის სირთულის გამო საჭირო გახდა 2 დაშავებულის თბილისში გადმოყვანა. კიდევ 3 დაშავებული გორის კლინიკაში რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)