|
2019-07-06 14:53:37, 1770 ნახვა
საზოგადოება
„დაგღალა პუტინმა?! დაისვენე საქართველოში!“ - თბილისში მყოფი რუსები სოლიდარობის ნიშნად აქციას გამართავენ
"მე გავრილოვი არ ვარ. რუსები ერთიანი საქართველოსთვის", - ამ ლოზუნგით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საქართველოში მყოფი რუსების და ტურისტების მიერ აქცია დაიგეგმა. ღონისძიება სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი საქართველოს მხარდასაჭერად აქციას 9 ივლისს, 14:00 საათზე გამართავენ. "საქართველოში მყოფი რუსები და ტურისტები, რომლებიც ამ საყვარელი ქვეყნის მიმართ კრემლის პოლიტიკას არ იზიარებენ! ვინც საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ გამოდის! ვიცას მიაჩნია, რომ საქართველო ყველაზე უსაფრთხო და მეგობრული ქვეყანაა მსოფლიოში! ვიკრიბებით 9 ივლისს, 14:00 საათზე პარლამენტთან, რათა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ ჩვენი პროტესტი გამოვთქვათ. ვდგავართ საქართველოს გვერდით!", - წერია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ღონისძიებაში. აქციას ორგანიზებას პროექტი Пограничная ZONA უწევს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)