|
2019-07-06 10:51:32, 1097 ნახვა
საზოგადოება
ბერძენიშვილი: 9 აპრილს დაიბადა საქართველო, 20 ივნისს გაირკვა, რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა
9 აპრილს დაიბადა საქართველო, 20 ივნისს გაირკვა, რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა, - ამ სიტყვებით პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ვიდეო-მიმართვით მიმართა. როგორც მან აღნიშნა, , საქართველოს არ ეკადრება ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს არბევს და თვალებს თხრის „თანამედროვე საქართვლოს ისტორიაში ორი უმნიშვნელოვანესი დღეა. ერთი არის 9 აპრილი, როდესაც ეს ქვეყანა დაიბადა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, როდესაც მისი დამოუკიდებლობა გამოცხადდა, როდესაც მსოფლიო რუკაზე დამოუკიდებელი ფერი შეიძინა. ახლა არის მეორე უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს ისტორიაში, 20 ივნისი, როდესაც გაირკვა რისთვის დაიბადა ეს ქვეყანა. ის დაიბადა იმისათვის, რომ მასში თქვენ, თავისუფალი ადამიანები ცხოვრობდეთ, რომელთაც უყვართ და დაიცავენ მის ღირსებას. საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არცეერთი დღე, არცერთი წამი, როდესაც მისი შვილები არ იბრძოდნენ მისი თავისუფლებისთვის“, - მიმართა ბერძენიშვილმა დემონსტრანტებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)