|
2019-07-05 13:28:12, 931 ნახვა
საზოგადოება
ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია „QuickCash AI”EMERGING EUROPE AWARDS“- ის ერთ-ერთი გამარჯვებულია
ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია ,,QuickCash AI”EMERGING EUROPE AWARDS - ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. ქართულმა კომპანიამ ნომინაციაში ,,2019 წლის ინოვაციური ინიციატივა“ გაიმარჯვა და კონკურსის გამარჯვეულთა პირველ სამეულშიც მოხვდა. დაჯილდოების ცერემონიალი ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში გაიმართა.PwC CEE დაჯილდოების სტრატეგიული პარტნიორია. მედია და კვლევითი პლატფორმა EMERGING EUROPE AWARDS- ი ლონდონში დაფუძნდა და მისი მიზანია ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის 23 ქვეყნისთვის ეკონომიკური და სოციალური ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა. EMERGING EUROPEAWARDS 2019-ის შესარჩევ კონკურსში 1000-მდე აპლიკანტი კომპანიამონაწილეობდა.პირველეტაპზეშეირჩა 120 ნომინანტი12 კატეგორიაში. QuickCash AI ღრუბლოვანი ბიზნეს ბანკინგის და კრედიტუნარიანობის შეფასების ალგორითმული პლატფორმაა. ფინანსურ ტექნოლოგიებში მოღვაწე სტარტაპმა 2016 წელსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტში ,,სტარტაპ საქართველო“ გაიმარჯვა. მაღალტექნოლოგიური სტარტაპების კონკურსის მონაწილეებს საერთაშორისო ჟიური აფასებდა. კომპანია QuickCAsh AI არის 2018 წლის FINTECH BUSINESS AWARD-ისBBVA-ს გლობალური კონკურსის ფინალისტი რისკების მართვის მიმართულებით.
(NS)
ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ ალიანს აქციაზე სიტყვის ზეღზუდვასა და ბანერების გამო პასუხს თხოვს
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი
ზელენსკიმ მელონის ბოდიში მოუხადა ხმელთაშუა ზღვაში რუსულ გემზე თავდასხმასთან დაკავშირებით
WP: ირანმა Starlink-ი აშშ-ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



