|
2019-07-04 15:13:38, 918 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციის“ დირექტორმა სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება განიხილა
სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება განიხილეს და საირიგაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლების სავანეთისა და ტალავერის მოსახლეობამ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე. ზაფხულის სეზონზე მოსახლეობის წინაშე სარწყავი წყლის საკითხი აქტუალურია. შეხვედრის შემდეგ შპს „საქართველოს მელიორაციის“ ექსპლუატაციის დირექტორი, ქვემო ქართლის რეგიოლანური სამსახურის ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ერთად ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას და შეთანხმდნენ, რომ სარწყავი წყლის შეუფერხებლად მისაწოდებლად და პროცესის დარეგულირების მიზნით, აუცილებელია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიცვას წყალმოხმარების გრაფიკი, რათა წყალი თანაბრად, სამართლიანად და ოპტიმალურად გადანაწილდეს. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ მაქსიმალურად მოხდება ყველა რესურსის მობილიზება, რათა მოსახლეობამ შეძლოს საკუთარი ნაკვეთების მორწყვა. ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)