|
2019-07-04 10:52:48, 806 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში სამი თვის განმავლობაში სხვადასხვა ამხანაგობაში 37 პროექტი განხორციელდა
დიდუბის რაიონის გამგეობამ, სამი თვის განმავლობაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით 37 ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, ცხრა მისამართზე შენობის ქანობიანი და ბრტყელი სახურავი შეიცვალა, მომზადდა შენობის გამაგრების სამი პროექტი, შეკეთდა ექვსი ამორტიზებული ლიფტი, სამ მისამართზე სადარბაზოებს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, ხუთ ამხანაგობაში საერთო სარგებლობის კიბე და კარი მოეწყო. ასევე, შიდა წყალარინების სისტემა მოსახლეობას ათ მისამართზე მოუწესრიგდა. აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიებმა განახორციელეს და მასში 510 814 ლარი დაიხარჯა. დიდუბის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარდგენილი განცხადებების განხილვა უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ ეტაპზე, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო 27 მისამართზე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)