04:09 - 07 Jul, 2026
|
2019-07-03 18:54:14, 1338 ნახვა
საზოგადოება
„ჩვენი პროტესტი გამარჯვებისთვის განწირულია“ - პარლამენტთან აქცია განახლდა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, საპროტესტო აქცია - „სირცხვილია“ განახლდა. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომაა. როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, დღევანდელ აქციაზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრი. „ეს პროტესტი არის განწირული გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ არ ყოფილა ჯერ ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში, ესეთი მართალი პროტესტი, რომელსაც საბოლოოდ შედეგისთვის არ მიეღწიოს“, - აღნიშნა გიგა მაქარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს პროტესტის მეთოთხეტე დღეა. დემონსტრანტები შაბათს მასშტაბურ საპროტესტო აქციას გამართავენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)