|
2019-07-03 17:10:49, 1638 ნახვა
კომენტარი
სპორტის კომიტეტი მსოფლიო რაგბის ფედერაციას რუსეთში მოასპარეზე მორაგბეების ინტერესების დაცვას სთხოვს
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბუსერიძე რუსეთში მოასპარეზე ორი ქართველი მორაგბის მიმართ კონტრაქტის შეწყვეტას გამოეხმაურა. აბუსერიძემ განაცხადა, რომ მსოფლიო რაგბის ფედერაციას ფაქტის შესახებ შეატყობინებენ და შეეცდებიან სპორტსმენების ინტერესები დაიცვან. „ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ამიტომ, რაგბის კავშირმა უნდა დაიცვას იმ ბიჭების ინტერესები, რომლებიც ქვეყნის ღირსებას იცავენ. ჩვენც, პარლამენტის სპორტის კომიტეტი, ვაპირებთ განვიხილოთ ეს საკითხი. მეც, პირადად, ვაპირებ მსოფლიო რაგბის ფედერაციას მივწერო, რათა დაცული იყოს ამ ბიჭების ინტერესები. ამ ბიჭებმა გამოხატეს თავისი გულისტკენა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. ამ სიტუაციაში მოთამაშეები არ უნდა იჩაგრებოდნენ“, - განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ. შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოასპარეზე ორ ქართველ მორაგბეს კლუბმა „სლავამ“ კონტრაქტი შეუწყვიტა. მიზეზი ლელოს ის აღნიშვნა გახდა, სადაც ქართველმა მორაგბეებმა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, თვალზე ხელის აფარებით გამოხატეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)