|
2019-07-03 16:48:15, 1181 ნახვა
საზოგადოება
ჯაფარიძე: ჩარკვიანის მუსიკა ჩემიცაა, მკიდია რას ფიქრობს ამ საკითხზე საავტორო უფლებების ფედერაცია
პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე მომერალ ირაკლი ჩარკვიანის მუსიკაზე პრეტენზიას აცხადებს. ჯაფარაძე ქეთათო ჩარკვიანის facebook პოსტს გამოეხმაურა. „საკუთრების უფლება არსებობს მხოლოდ შეზღუდულ რესურსზე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ აგურზე, მაგრამ არა აგურის დიზაინზე ან აგურებისგან შექმნილ დიზაინზე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრების უფლება კონკრეტულ წიგნზე, მაგრამ არა წიგნში არსებულ ასოებისა და/ან სიტყვების კომბინაციაზე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ ნოტების ფურცელზე, მაგრამ არა იმ ფურცელზე არსებულ ნოტების კომბინაციაზე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს საკუთრება კონკრეტულ მოლეკულებზე, მაგრამ არა მოლეკულების კონკრეტულ კომბინაციაზე ე.წ. „ინტელექტუალური საკუთრების“ ფორმა რომელიც სახელმწიფოს/პოლიციის ძალით იცავს ასოების, ნოტების და ა.შ. კომბინაციებს, სინამდვილეში წინააღმდეგობაში მოდის საკუთრების რეალურ უფლებასთან და არის მავნებლობა ჩარკვიანის მუსიკა ჩემიცაა, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია და ენითაუწერლად მკიდია რას ფიქრობს ამ საკითხზე საქპატენტი ან საავტორო უფლებების რაღაც ფედერაცია თუ კონსორციუმი“, - წერს ჯაფარიძე.
ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ ალიანს აქციაზე სიტყვის ზეღზუდვასა და ბანერების გამო პასუხს თხოვს
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი
ზელენსკიმ მელონის ბოდიში მოუხადა ხმელთაშუა ზღვაში რუსულ გემზე თავდასხმასთან დაკავშირებით
WP: ირანმა Starlink-ი აშშ-ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენა
|
რედაქტორის რჩევით
რას ნიშნავს პროტესტის ორი წელი: სამი დასკვნა
როგორ მოიცვა რეპრესიებმა საქართველო ორ წელიწადში - ფაქტები ანალიზი და მხოლოდ სიმართლე
ომი უკრაინაში
რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



