04:10 - 07 Jul, 2026
|
2019-07-03 15:15:55, 1332 ნახვა
საზოგადოება
მერია ელექტროველოსიპედებისა და მსგავსი ელექტროტრანსპორტისთვის პარკირების ადგილებს სარგებლობის უფლებით გასცემს
დედაქალაქის მთავრობამ პარკირების წესში ცვლილებები განიხილა, რომელიც „მწვანე“ ტრანსპორტის სტიმულირებას ისახავს მიზნად. მერიის ინფორმაციით, პარკირების წესს ემატება პუნქტი, რომელიც ელექტროველოსიპედების, მოპედებისა და ელექტროძრავიანი სხვა მსგავსი ტრანსპორტისთვის პარკირების ადგილების სამეწარმეო საქმიანობის მიზნით სარგებლობის უფლებით გაცემას ითვალისწინებს. ახალი ნორმა თბილისში „მწვანე“ ტრანსპორტის გაქირავების პუნქტების, მათ შორის, „ქარ შეარინგის“ პრინციპით მოქმედი ცენტრების შექმნისთვის ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. ეს კი, გააუმჯობესებს ქვეითთა გადაადგილების დინამიკასა და კომფორტს. თბილისის მერია პარკირების წესში ცვლილებებს დასამტკიცებლად საკრებულოს გადაუგზავნის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)