|
2019-07-03 13:43:28, 1020 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი მომავალ კვირას 20-21 ივნისის აქციის დარბევის შესახებ გამოძიების პირველად შედეგებს წარადგენს
სახალხო დამცველის აპარატი მომავალ კვირაში საზოგადოებას 20-21 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის პირველად შედეგებს გააცნობს, - ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ლომჯარიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე საკონსულტაციო საბჭოს სხდომას მოიწვევენ, რომლის შემადგენლობაც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. “ჩვენ ვეცნობით მასალებს და უკვე გავეცანით 5 ტომს, თუმცა დღის ბოლოს რამდენიმე ტომი დაემატა ამ საქმეს. ჩემი წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში იქ იქნებიან და მოუწევთ ძალიან დიდი მასალის გაცნობა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი შეხედულებები, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, გარკვეული პერიოდულობით შევაჯამოთ. ალბათ, მომავალ კვირაში ჩვენ უკვე გვექნება პირველადი წარმოდგენები რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძიება, რამდენად სწორია ის ტემპი და ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც ვხედავთ, რომ ჩატარდა. ამ საკითხებზე ჩვენ მოვიწვევთ ჩვენი საკონსულტაციო საბჭოს პირველ სხდომას, საზოგადოებას და მედიას წარვუდგენთ საბჭოს შემადგენლობას, რომელიც უახლოეს დღეებში დამტკიცდება. ჩვენს პირველად მოსაზრებებს განვიხილავთ სწორედ საზოგადოებასთან ერთად“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)