14:41 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 15:01:20, 338 ნახვა

მეგის ქარდავა სერგო თეთრაძის წამებაში დამნაშავედ სცნეს

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამებასა და სექსუალურ ძალადობაში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა დამნაშავედ სცნეს.
სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ქარდავას მიმართ გამამართლებელი განაჩენი იყო გამოტანილი, შეცვალა.
ძებნაში მყოფ მეგის ქარდავას დაუსწრებლად 9 წელი აქვს შეფარდებული.
მეგის ქარდავას ადვოკატის მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, სააპელაციომ გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა და მას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.
 „პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში ეწერა, რომ თეთრაძის ეპიზოდში ქარდავას მიმართ არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ იყო გამოტანილი. სასამართლოში არაფერი ახალი არ დამატებია. შესაბამისად, აპელაციამ გამამტყუნებელი განაჩენი შესაბამისი მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა, რაც უკანონოა“, – აღნიშნა ველიჯანაშვილმა.
პროკურორი რევაზ ნადოის შეფასებით კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მეგის ქარდავას მიმართ  გამამართლებელი განაჩენი დაუსაბუთებელი იყო.
„მეგის ქარდავას გამართლება ეს იყო უკიდურესად დაუსაბუთებელი განაჩენი  და სწორედ ამიტომ სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეცვალა“, – აღნიშნა ნადოიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აფგან სადიგოვი, აზერბაიჯანის პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics