|
2019-07-01 22:35:05, 1626 ნახვა
საზოგადოება
დავით სუბელიანი - გარდა იმისა, რომ ვარ ნარკოპოლიტიკის აქტივისტი, მე ვარ ქვიარ აქტივისტიც
"გარდა იმისა, რომ ვარ ნარკოპოლიტიკის აქტივისტი, მე ვარ ქვიარ აქტივისტიც" - ამის შესახებ დღეს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დავით სუბელიანმა განაცხადა. "გიორგი გახარია არ არის გადასაყენებელი მხოლოდ 20 ივნისის აქციის დაშლის გამო, გახარია გადასაყენებელია იმისთვის რაც მისი მინისტრობის დროს ვნახეთ. მოვყვეთ უკნიდან, გარდა იმისა, რომ მე ვარ ნარკოპოლიტიკის აქტივისტი, მე ვარ ასევე ქვიარ აქტივისტი. პრაიდი უნდა გამართულიყო რამდენიმე დღის წინ, ჩვენ ვხედავდით, რომ მინისტრი გახარია და შსს უშლიდა "თბილისი პრაიდს" მუშაობაში ხელს. საბოლოო ჯამში ვერ შედგა პრაიდი, ამისათვის შს მინისტრი ბევრ ქვეყანაში უკვე გადაყენებული იქნებოდა. " - განაცხადა დავით სუბელიანმა. მან აქციაზე გამოსვლისას სხვა მიზეზებზეც ისაუბრა, თუ რატომ უნდა დატოვოს შს მინისტრმა თანამდებობა, მათ შორის გაიხსენა სალარიძის საქმე და ბასიანის დარბევის საქმე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)