|
2019-06-28 19:49:14, 1249 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი შს მინისტრს, 20 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებების გამო, მადლობას უხდის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში არსებულ პროცესებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და პოლიციელებს, ქვეყანაში მართლწესრიგის შენარჩუნებისთვის. „მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას, ასევე პოლიციელებს, რომლებმაც უზრუნველყვეს ქვეყნაში მართლწესრიგის შენარჩუნება; ქვეყანა იხსნეს სახელმწიფო გადატრიალებისგან; ქვეყანა არ მოექცა ქაოსში და განვითრების იმ პოტენციალს, რომელიც გვაქვს, ვინარჩუნებთ. არეულობა და ამ არეულობით გამოწვეული მძიმე პრობლემები არაერთ თაობას არაერთხელ აქვს გამოცდილი. ვფიქრობ, რომ აქ საღი აზრი არის ერთ მხარეს - ქვეყანაში უნდა შევინარჩუნოთ წესრიგი; ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ძალიან მნიშვნელოვანი განვითარების ტემპი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შევქმენით. წესრიგი და სტაბილურობა არის წინაპირობა ეკონომიკის განვითარების და უკავშირდება ნებისმიერ სექტორს, ნებისმიერ მიმართულებას. გიორგი გახარიამ მოახერხა ქვეყანაში სტაბილურობა შეენარჩუნებინა, რაც ეკონომიკის განვითარების წინაპირობაა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)