|
2019-06-28 19:25:05, 2222 ნახვა
კომენტარი
„დარწმუნებული ვარ, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში“ - ჯაში მელიასთვის უმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
"ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ვარ", - ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ნიკა მელიასთვის უმუნიტეტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის გადაწყვეტილებას დამატებითი კონსულტაციების შემთხვევაშიც არ შეიცვლიდა. „მე დარწმუნებული ვარ, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ვწუხვარ, თუკი უხერხულობა შევუქმენი ჩემს კოლეგებს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი, არც შევცვლიდი, თუნდაც ყოფილიყო დამატებითი კონსულტაციები. ვფიქრობ, დგება საკითხები, სადაც განსხვავებული აზრი არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩემი გადაწყვეტილება იმუნიტეტის შეჩერებასთან დაკავშირებით იყო მართებული და ეს არის ჩემთვის მთავარი", - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა. ცნობისთვის, მარიამ ჯაში ერთ-ერთი დეპუტატია მმართველი გუნდიდან, რომელმაც ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებას მხარი არ დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)