|
2019-06-27 20:26:04, 1793 ნახვა
კომენტარი
გახარია აქციის დაშლაზე: ყველაფერი, რაც ამ ღონისძიებაზე მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა, დაწყებიდან დასრულებამდე
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 20-21 ივნისის ღამეს თბილისში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. მინისტრის თქმით, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ის თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს. „ყველაფერი, რაც ამ ღონისძიების დროს მოხდა, არის ჩემი პასუხისმგებლობა მისი დაწყებიდან დასრულებამდე და ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ასევე ჩვემი პასუხისმგებლობაა, რომ ის ყველაფერი რაც დღეს ჩვენს საზოგადოებაში ხდება და როდესაც სახალხო სასამართლოს ვუწყობთ ცალკეულ ადამიანებს, მათ შორის პოლიციელებს, მაშინ როდესაც სამართლებრივი პროცედურები არც კი დაწყებულა, ესეც ჩემი პასუხსიმგებლობაა. ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად თავის ფუნქციას ასრულებდნენ და იცავდნენ თავის ინსტიტუტს. ადამიანები რომლებიც პასუხისმგებლობიდან გამომდინარე იცავდნენ სამოქალაქო სიმშვიდეს და იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ ლეგიტიმური ძალა, ეს ადამიანები უნდა იყვნენ შეფასებული შესაბამისად, საზოგადოების მხრიდანაც", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რუსეთმა ჩინეთისგან 10 მილიარდი რუბლის ღირებულების გასაბერი სამხედრო ტექნიკა შეიძინა
2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება
პუტინმა შორეულ აღმოსავლეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობისკენ მოუწოდა
გვარამია - საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობას
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



