|
2019-06-27 16:01:10, 1513 ნახვა
საზოგადოება
ბახტრიონის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა
საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩა N18-N20-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში, სკვერში ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი ატრაქციონი დამონტაჟდა. ასევე, მოეწყო განათების სისტემა, ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა და ტერიტორია ღობით შემოისაზღვრა. სკვერში მცენარეთა-მოვლა პატრონობის ღონისძიებებიც ჩატარდა და გამწვანებულ ზოლში ნიადაგის მულჩირების სამუშაოები განხორციელდა. დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. „ვფიქრობ, ლამაზი დასასვენებელი სივრცე გამოვიდა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ მოსახლეობამ კომფორტულად შეძლოს დასვენება. ჩვენთვის მსგავსი სივრცეების მოწესრიგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით, მუშაობას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები კომპანია „ტაომ“ შეასრულა. პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 63 528 ლარი დაიხარჯა. ამ დროისთვის, სკვერის რეაბილიტაცია ზაქარიაძის ქუჩა N10-სა და დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონში, N5-N6 კორპუსების მიმდებარედ ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)