|
2019-06-26 18:58:21, 2043 ნახვა
კომენტარი
ზოიძე მელიას: ნუ გვაცოდებთ თავს, თქვენ დაგვიჭერდით, დაგვხვრიტავდით და გვაწამებდით
"ჩემთვის პირადად ბატონი ნიკას, როგორც კოლეგის პატივისცემა დამთავრდა იმ წუთას როდესაც მან ხელის ერთი გაქნებით წაიყვანა შეიარაღებულ სპეცრაზმზე ახალგაზრდები", - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. როგორც ზოიძემ აღნიშნა, ნიკა მელიამ მომხდარზე თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. "ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ დრეს. ჩემთვის ეს მძიმე გადაწყვეტილება არის პირველ რიგში იმის გამო, რომ ასეთი გადაწყვეტილება აზიანებს პარლამენტარიზმის გავითარებას ამ ქვეყანაში და იმ სტანდარტებს, რომელიც პარლამენტის დამოუკიდებლობას უნდა ეხებოდეს. ყველა უნდა იყოს კანონის წინაშე თანასწორი, მიუხედავად მისი სტატუსისა. ჩემთვის პირადად ბატონი ნიკას, როგორც კოლეგის პატივისცემა დამთავრდა იმ წუთას როდესაც მან ხელის ერთი გაქნებით წაიყვანა შეიარაღებულ სპეცრაზმზე ის ახალგაზრდები, რომლებიც ალალად მოვიდნენ აქ და მშვიდობიან დემონსტრაციას ატარებდნენ. კარგად იცოდა რა შედეგები შეიძლება მოყოლოდა მაგ ყველაფერს. კარგად იცოდა მისი განათლების მქონე ადამიანმა, უშიშროების აკადემიაში რასაც ასწავლიან. მაგრამ ძალაუფლების დაუოკებელი ჟინით, შეპყრობილი მისი პატრონი, რომელიც იქიდან ბრძანებებს იძლეოდა და ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ის წარმოადგენს არაფერი წინ არ დაგიდგებათ, არც გვამები, არც დასახიჩრებული ადამიანები. ამიტომაც, ბატონო ნიკა, მე ფართოდ გახელილი თვალებით გაგისწორებთ მზერას, მაგრამ მზერას ვერ გავუსწორე მაიკო გომურს, იმიტომ, რომ ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ვრგძნობ პასუხისმგებლობას, რომელ პირველ რიგში აქ იჯდა გავრილოვი, რომ თქვენ ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებით ვერ ამოგაშორეთ, და ის რომ ჩვენ ის მივიღეთ რაც დღეს მივიღეთ. მთელი ცხოვრება გამყვება ეს დანაშაული. ძალიან გთხოვთ, ნუ გვაცოდებთ თავს. თქვენ დაგვიჭერდით, დაგვხვრიტავდით და გვაწამებდით. ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის აღება უნდა ვისწავლოთ. 9 წელი აწამებდით ქვეყანას და თქვენმა პოლიტიკურმა ძალამ ერთი ბოდიში არ მოიხადა. პასუხი უნდა აგოთ", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)