06:35 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-25 14:09:35, 1542 ნახვა

კომენტარი
სესიაშვილი: „ნაცმოძრაობამ“, პოლიტიკურმა შავმა ჭირმა, დაგეგმა ძალადობრივი აქტი, ხალხი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" დაგეგმა, ორგანიზება მოახდინა ამ ძალადობრივი აქტის, გამოიყენა ხალხი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის", - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებაში მშვიდობა შენარჩუნებულიყო, ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა მათ ძალადობისკენ მოუწოდა. 

"კოლეგებო ამ ემოციურ ფონზე ძნელია სიმშვიდის მნიშვნელობაზე ვისაუბრო. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი ემოციები და გარანტია და პასუხისმგებლობა ავიღოთ ამ ქვეყნის მშვიდობაზეც, სტაბილურობაზეც და უსაფრთხოებაზეც და ადამიანის უფლებებზეც. ამ დარბაზიდან დღეს საზოგადოება ელის არა ჩვენი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დემონსტრირებას, არამედ ობიექტურ შეფასებებს და დასკვნების გამოტანას. რაც იმ საღამოს მოხდა, ძალადობრივ აქტს ვგულისხმობ, მესმის რომ იყო საფუძვლიანი პროტესტი, რაზეც აბსოლუტურად ადექვატური პასუხი გაეცა ყველასგან. ჩვენ იმის ნაცვლად რომ ეს ერთიანობა შეგვენარჩუნებინა, მაშინვე შავბნელმა პოლიტიკურმა ძალებმა, ეგრევე გაუღვივდათ პოლიტიკური მადა და მშვიდობიანი მიტინგი გადაზარდეს ძალადობრივ აქტში. ამას ჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება, ამაზე უნდა ითქვას, რომ დიახ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ამ პოლიტიკურმა შავმა ჭირმა, დაგეგმა, ორგანიზება მოახდინა ამ ძალადობრივი აქტის, გამოიყენა ხალხი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, თავი აარიდა ყველანაირ პასუხისმგებლობას და შეტევა განახორციელა სახელმწიფო ინსტიტუტებზე მინიმუმ მათი დასუსტების მიზნით, მინიმუმ ქვეყნის დასუსტების მიზნით და რა თქმა უნდა, მიზანი და ამოცანა იყო რომ რევოლუციურ აქტში გადაეზარდათ. ეს არის სამარცხვინო ქცევა, ამას ჭირდება ერთმნიშვნელოვანი შეფასება", - განაცხადა  ირაკლი სესიაშვილმა. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics