|
2019-06-24 17:48:21, 1044 ნახვა
საზოგადოება
ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ახალი გზის მშენებლობა დაიწყო. საგზაო სამუშაოების საწყის ეტაპს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, გვერდმიმღებები და ხელოვნური ნაგებობები მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ახალი გზა დავითაიას ქუჩას მერვე ლეგიონის დასახლებასთან, მთისძირის ქუჩასთან დააკავშირებს. „ისნის რაიონში, დავითაიას ქუჩაზე ახალი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. აქ მანამდე ძალიან პატარა, ვიწრო გრუნტის გზა იყო, რომლით სარგებლობაც ადგილობრივებისთვის პრობლემას წარმოადგენდა. პროექტის დასრულების შემდეგ, დავითაიას ქუჩა პირდაპირ მეტრომშენისა და მერვე ლეგიონის დასახლებებს დაუკავშირდება და ამ კვანძით კახეთის გზატკეცილსა და თბილისის ზღვაზე გადასვლა მარტივად გახდება შესაძლებელი. საკმაოდ საინტერესო პროექტია. გზის სიგრძე ერთ კილომეტრს აჭარბებს, სამუშაოები კი მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამშენებლო სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „ბლექ სი ჯგუფი“ განახორციელებს. ახალი გზის მშენებლობაზე 2 500 000 ლარი დაიხარჯება. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ირაკლი აბუსერიძე და ლევან დავითაშვილი იმყოფებოდნენ.
(NS)
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)