|
2019-06-20 11:06:28, 827 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აღმოსავლეთ პარტნიორობისა და სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ბუდაპეშტში გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში უნგრეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა. თეა წულუკიანმა ლასლო ტროჩანს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხარდაჭერისათვის საქართველოს ევროკავშირთან დაახლეობისა და ვიზალიბერალიზაციის გზაზე, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის. იუსტიციის მინისტრებმა ორ ქვეყანასა და მათ უწყებებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს, რომელიც განსაკუთრებით მჭიდრო გახდა გასული წლის ბოლოს, როდესაც საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თეა წულუკიანმა ლასლო ტროჩანს საქართველოში ჩატარებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. იუსტიციის მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რათა საფრთხე არ შეექმნას ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს − ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას და მისი შენარჩუნებისათვის არაერთ საჭირო ცვლილებებს ახორციელებს კანონმდებლობაში. თეა წულუკიანმა უნგრელ კოლეგას მართლმსაჯულების სფეროში ჩატარებული რეფორმები გააცნო. მისი თქმით, რეფორმის წარმატებას ცალსახად ადასტურებს სასამართლოს სანდოობის, აგრეთვე, გამამართლებელი განაჩენების ზრდის ტენდენცია. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რიცხვი ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრადაა შემცირებული. იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე − აქციოს საქართველო არბიტრაჟისა და მედიაციის რეგიონულ ჰაბად, და იმ საკანონმდებლო რეფორმებზე, რომელთაც იუსტიციის სამინისტრო ამ მიმართულებით ახორციელებს, აგრეთვე, წარმატებულ რეფორმებზე ადამიანის უფლებათა სფეროში, ღია მმართველობისა და საჯარო სერვისების მიწოდების კუთხით, რასაც საზოგადოებრივი ცენტრები და იუსტიციის სახლები უზრუნველყოფს. თეა წულუკიანმა ლასლო ტროჩანს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც გააცნო ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უნგრელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში ყოფნისას საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისთვის, სადაც უნგრეთის იუსტიციის მინისტრი თავად გაეცნო ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველო მზადაა, ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოიყენოს ქვეყნის დეოკუპაციისათვის, იუსტიციის სამინისტრო კი საქართველოს ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში იცავს და იმედოვნებს, რომ საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილდება და საერთაშორისო ინსტიტუტების ძალისხმევით სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს.
(NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)