|
2019-06-19 12:45:53, 805 ნახვა
საზოგადოება
CBONDS-მა ბათუმში გამართულ ობლიგაციების კონგრესზე „სს გალტ ენდ თაგარტი“ 2019 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ბათუმში Cbonds–ის კორპორატიული ობლიგაციების კონგრესი გაიმართა. კონგრესი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელშიც მონაწილეობენ დსთ-ს, უკრაინის, ბალტიისპირეთის და კავკასიის ქვეყნების კაპიტალის ბაზრების მონაწილეები და სხვა განვითარებადი ქვეყნების ფინანსური ინდუსტრიის წარმომადგენლები. კონგრესის ფარგლებში გამოვლინდა საუკეთესო საინვესტიციო ბანკი. CBONDS-მა გალტ ენდ თაგარტი 2019 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. წლევანდელ კონგრესს, ბათუმში, 20-მდე ქვეყნის 150-ზე მეტი დელეგატი დაესწრო, მათ შორის მონაწილეობას იღებდნენ ისეთი საფინანსო და სარეიტინგო ინსტიტუტები როგორიცაა: S&P Global Ratings, Fitch Ratings, EBRD, EDB, Raiffeisen Bank International AG, Leonteq Securities, A3E Capital SICAV, BCS Global Markets, საქართველოს, სომხეთის, ბაქოს, ტაშკენტისა და მოსკოვის საფონდო ბირჟის წარმომადგენლები, ბაზრის რეგულირებასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურების, საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლები. კონფერენციის ძირითადი თემა იყო რეგიონის ქვეყნების მაკროეკონომიკური ანალიზი და პროგნოზები, ადგილობრივი და ევროობლიგაციების ბაზრების მდგომარეობის შეფასება და ტენდენციები, რეგიონული საინვესტიციო გარემო და განვითარების პერსპექტივები. მნიშვნელოვალი იყო, რომ კონგრესის მონაწილეები გაეცნენ 30-ზე მეტი მომხსენებლის პრეზენტაციას და ადგილი ჰქონდა საკმაოდ საინტერესო პროფესიულ მსჯელობა-დისკუსიებს. „Cbonds–ის მიერ დსთ, ბალტიისპირეთის, უკრაინისა და კავკასიის ქვეყნების ყოველწლიური ობლიგაციების კონგრესის საქართველოში და ქალაქ ბათუმში ჩატარებას მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს. პირველ რიგში, რეგიონალური ქვეყნების კაპიტალის ბაზრების ინფრასტრუქტურის წარმომადგენლები ეცნობიან საქართველოს და სხვა ქვეყნების ფინანსური ბაზრების განვითარების დონეს და პერსპექტივებს. აღსანიშნავია, რომ დელეგატთა უმრავლესობა ცალსახად აღნიშნავდა საქართველოს პროგრესს და მის პოტენციალს რეგიონში ფინანსური მომსახურებების განვითარების კუთხით, აგრეთვე დიდ ტურისტულ პოტენციალს. გალტ ენდ თაგარტისთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯილდოებს წელსაც შეემატა Cbonds–ის მიერ მონიჭებული სტატუსი - „საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკი - 2019“,- აცხადებენ გალტ ენდ თაგარტში.
(NS)
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)