|
2019-06-19 12:10:03, 889 ნახვა
საზოგადოება
თბილისის განვითარების ფონდს ალექსანდრე ტოგონიძე უხელმძღვანელებს
თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი თანამდებობას ტოვებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გიორგი ბაიდარაშვილი თანამდებობას საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს და საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს. „ბოლო დროს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი - ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განვახორციელეთ. იცით ჩვენი დამოკიდებულება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიული არეალების რეაბილიტაცია-აღდგენა. ეს სამუშაოები თბილისის განვითარების ფონდმა ჩაატარა, რომელსაც გიორგი ბაიდარაშვილი ხელმძღვანელობდა. მესმის, რამდენად რთულია დღე და ღამის განმავლობაში იყო ჩართული და აწარმოო მსგავსი ტიპის სამუშაოები. მინდა, მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რასაც ეს ადამიანი თავის გუნდთან ერთად აკეთებდა. შედეგიც სახეზეა - გვაქვს ორბელიანის რეაბილიტირებული მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები. გიორგი ბაიდარაშვილმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი, ის კერძო სექტორში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, თბილისის განვითარების ფონდს ალექსანდრე ტოგონიძე უხელმძღვანელებს, რომელიც დედაქალაქის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. „მინდა, ალექსანდრე ტოგონიძეს წარმატებები ვუსურვო. წინ ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი პროექტია განსახორციელებელი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევითა და სულისკვეთებით შევძლებთ, ის ტემპი შევინარჩუნოთ, რაც გიორგი ბაიდარაშვილს ჰქონდა აღებული“, - აღნიშნა თბილისის მერმა. რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას, მას გიორგი ებანოიძე დაიკავებს, რომელიც ამავე სამსახურში უფროსის მოადგილედ მუშაობდა. „გიორგი ებანოიძე გამოცდილი კადრია. ის პროფესიით ეკონომისტი და სამართალმცოდნეა. მინდა, მას ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)