|
2019-06-19 11:54:44, 925 ნახვა
საზოგადოება
„ნებისმიერი კორდონი დავშალოთ და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან“ - ვასაძის მუქარა და სიძულვილის შემცველი განცხადებები
"მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში", - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც ვასაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ თემი მაინც შეეცდება პრაიდის ჩატარებას, ის თანამოაზრეებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რომ ღირსების მარში ჩაშალოს. "მინდა ჩვენს მხარდამჭერებს, საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, რომ კომბლები შეაწყონ სხვენში. როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლების და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია ჩვენ შეგვდგებოდა წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რადგან შსს-მ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება და რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, აი, ახლა ბოლო საჩუქარი ჩვენგან სახელმწიფოს: კომბლები სხვენში! ჩამოვიღოთ მაშინ, როდესაც მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგიტარებთ. ღმერთი არ გაგიწყრეთ, ძალიან დიდხანს ვიფიქრე, არ მძინებია გასულ ღამესაც. სრულიად ვაცნობიერებ ამ გადაწყვეტილების პასუხისმგებლობას და ვეუბნები ჩემ ძმებს - მოდით წავიდეთ ამ ხიფათზე და მივიდეთ იქ შიშველი ხელებით იმისთვის, რომ ნებისმიერი კორდონი დავშალოთ და გავათრიოთ ეს იდიოტები იქიდან და ხალხი შევაჩეროთ. თუ თქვენ შეცვლით თქვენს გადაწყვეტილებას და დაიცავთ პრაიდს, ჩაატარებინებთ მას, შეგვდგებით ჩვენ, ჩვენ არ გვეშინია, რა გახდა ერთი ჩხუბი და დაპატიმრება, თუ ჩვენ ამას გვიზამთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ, რადგან ვერავინ გააკონტროლებს მერე იმას, რაც ამ ქალაქში მოხდება", - განაცხადა ლევან ვასაძემ.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)