|
2019-06-17 16:37:19, 2745 ნახვა
ევროპის ამბები
მამა ლეონი: შეპყრობილია ყოველი მღვდელი თუ საერო ვინც მოძალადეებს ზურგს უმაგრებს!
„იესომ ჰკითხა მას (შეპყრობილს): რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ“. (მკ.5) ნამდვილად სწორად შეურჩევია სახელი რაინდადწოდებულს! უწმინდური სულითაა შეპყრობილი ყველა, ვინც სხვაზე ძალადობით ხარობს! შეპყრობილია ყოველი ადამიანი, ვინც ძალადობას ამართლებს! შეპყრობილია ყოველი მღვდელი თუ საერო ვინც მოძალადეებს ზურგს უმაგრებს! იესომ საკუთარი ჯვარცმით არა ტანჯვა, არამედ სიყვარული გვასწავლა. ჯვარცმა ესაა სიყვარულის მაგალითი - გულწრფელი სიყვარული მათ მიმართაც კი, ვისაც იგი სძულდა. იესოს რწმენის გავრცელებას კი მუდამ უნდა ახლდეს პავლე მოციქულის სიტყვების გააზრება - „ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული" (გალ.6). ადამიანი რომელიც სხვაზე (რა ცოდვაშიც არ უნდა იყოს ის სხვა ჩავარდნილი) ძალადობს, ამ ტვირთს არიდებს თავს და შესაბამისად რჩება ქრისტეს რჯულს გარეთ!“. ამის შესახებ მღვდელ-მონაზონმა ლეონ გელოვანმა განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)