17:05 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-17 10:43:01, 817 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

დიდ დიღომში, კერძო დასახლებაში, ბარონ დე ბაის ქუჩასა და კლაპროთის ქუჩის ნაწილზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, ბარონ დე ბაის ქუჩაზე, 8 615 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ამჟამად კი, გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს. ასევე, საგზაო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კლაპროთის ქუჩის ნაწილზეც, სადაც 3 803 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა იგება.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

„დიდ დიღომში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია სამუშაოების განხორციელება  იმ ქუჩებზე, სადაც მოსახლეობას გრუნტის გზით სარგებლობა უწევს. პროექტის დასრულების შემდეგ, ფეხით მოსიარულეებისთვის და ავტომობილებისთვის აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილება კომფორტული გახდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

აღნიშნული პროექტებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 527 612 ლარია გამოყოფილი. საგზაო სამუშაოებს კომპანია „იბერი“ აწარმოებს.

                 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics