14:22 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-13 15:13:44, 791 ნახვა

საზოგადოება
ახალციხეში არქივის შენობის სამშენებლო სამუშაოები განახლდა

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის მშენებლობა ახალციხეში კორექტირებული პროექტით განახლდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, პროცესი განახლებული არქიტექტურული გეგმარებითი სტრუქტურით გრძელდება. სამშენებლო პროცესი მას შემდეგ შეჩერდა, რაც მშენებლობის ადგილას XVII-XIX საუკუნეების შენობის არქეოლოგიური ნაშთები აღმოჩნდა. 
 
არქეოლოგიური ობიექტის აღმოჩენისთანავე მის შესწავლაში ჩაერთვნენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. არქეოლოგიური კვლევა ჩაატარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიულმა მუზეუმმა. არქეოლოგიური სამუშაოების ანგარიშის მიხედვით, აუცილებელი იყო  ნაგებობის ნაშთის კულტურული და არქეოლოგიური ფენების დაცვა-შენარჩუნება, რის გამოც, კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, შეიცვალა საპროექტო შენობის არქიტექტურული გეგმარებითი სტრუქტურა ისე, რომ შენარჩუნდეს და არ დაზიანდეს არქეოლოგიური ფენა.
 
ამ რეკომენდაციის გათვალისწინებით, შეიცვალა თავდაპირველი პროექტი, რომელიც შეთანხმდა ძეგლთა დაცვის სააგენტოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურთან და სამუშაოები 2019 წლის 2 აპრილიდან განახლდა.
 
მშენებლობის დასრულების სავარაუდო თარიღი 2020 წლის მაისია. სსიპ საჯარო რეესტრის დაკვეთით მშენებლობას ახორციელებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ხომერიკი და კომპანია".

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics