|
2019-06-06 12:56:46, 1174 ნახვა
საზოგადოება
16 წლის გოგო, რომელიც მამაკაცს ძალადობაში ადანაშაულებს: პირზე ხელი ამაფარა, თუ ვინმეს მოუყვები, შენს ოჯახს მოვკლავო
16 წლის გოგო, რომელიც ახლობელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, ამბობს, რომ დუმილის სანაცვლოდ დადანაშაულებული მამაკაცის ოჯახი მას ოქროს სთავაზობდა. როგორც არასრულწლოვანი "კურიერთან" ინტერვიუში აცხადებს, მამაკაცი მისი კლასელის მამაა. „ჩემი კლასელი მოვიდა ჩემთან, მშობლები სახლში არ არიან და ჩემთან დარჩიო. ერთ ოთახში დავიძინეთ, ღამით მამა დაბრუნდა. შემოვიდა ოთახში, პირზე ხელი ამაფარა. გამაფრთხილა, თუ ვინმეს მოუყვები, შენს დედასაც მოვკლავ და მამასაცო და შენს დასაც იგივეს გავუკეთებო. დილით სახლში დავბრუნდი და არავისთვის არაფერი მითქვამს. რვა თვის შემდეგ სკოლაში ცუდად გავხდი და მერე გაიგო ოჯახმა, რომ ორსულად ვიყავი. ამის შემდეგ ამ კაცის ცოლი იყო მოსული ჩვენთან და გვითხრა, არ იჩივლოთ და ოქროს მოგცემთო“, - განაცხადა მოზარდმა. მოზარდის მამა ძალადობაში დადანაშაულებული მამაკაცის დასჯას ითხოვს. მისივე თქმით, გოგონას ორსულობის შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც სკოლიდან შეატყობინეს, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა. „სკოლიდან შეგვატყობინეს, თქვენი შვილი ცუდად არისო. საავადმყოფოში გადავიყვანეთ და ბავშვი გააჩინა. ამის შემდეგ გავიგეთ, რაც მოხდა. ვინ იყო, როდის მოხდა, მეზობელი აღმოჩნდა. ამ კაცთან ჩვეულებრივი მეზობლური ურთიერთობა და მისვლა-მოსვლა გვქონდა. იქამდე არაფერი ვიცოდით, სანამ ბავშვი არ გაჩნდა. ერთადერთი მოთხოვნა, რაც ჩვენ გვაქვს, მისი დაჭერაა. ან მოვკლავ, სოფელში ვერ ვჩნდები, გარეთ ვერ გავდივარ სირცხვილის გამო“, - განაცხადა მოზარდის მამამ.
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)