06:12 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 12:03:32, 1185 ნახვა

საზოგადოება
სანადიროდ გასულ ნიკო ჯელაძეს მე-11 დღეა ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მაშველებთან ერთად 11 დღეა ნიკო ჯელაძეს ეძებენ. 

არსებული ინფორმაციით, დაკარგული რაჭის მთებში სანადიროდ იყო წასული. მესამე დღეს ჯელაძის კუთვნილი ცხენი და ძაღლი სახლში დაბრუნდნენ, ხოლო დაკარგულის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, პოლიციასთან ერთად ნიკა ჯელაძეს საგანგებო სიტუაციების მართვის წარმომადგენლებიც ეძებენ. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის მიმდებარედ არსებულ ტყეში გაუჩინარებული 23 წლის მამაკაცის სამძებრო და საძიებო სამუშაოებში შინაგანსაქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო  სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფირეაგირების დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩაერთო. ისინი უკვე ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიის დათვალიერებას მდინარე „ლუხუნის" ხეობასა დამთებში ახორციელებენ. 

საძიებო ტერიტორიაზე არსებული ურთულესი რელიეფის გამო, პროცესებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics