16:26 - 29 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 17:17:30, 1089 ნახვა

საზოგადოება
შსს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, კამპანიის - #მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში, ბავშვებს უმასპინძლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - #მეტისიცოცხლისთვის ფარგლებში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მოზარდებს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლა და მათთვის სხვადასხვა სახალისო აქტივობა დაგეგმა.

ღონისძიების მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე ბავშვების ცნობიერების ამაღლება.

სამინისტროს ორგანიზებით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, 11:00 საათიდან დაიწყო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, მათ მშობლებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლო ღონისძიებაზე დასწრება.

1 ივნისს ლისის ტბაზე ასულ მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეთვალიერებინათ იმიტირებული ქალაქი, სადაც წარმოდგენილი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კონსტრუქციები და გაიცემოდა საბავშვო მართვის მოწმობები. ასევე, მოზარდები გაეცნენ "112"-ის მობილური აპლიკაციის ინსტალაციას, სადაც ოპერატორებმა მათ აპლიკაციის გამოყენების წესები განუმარტეს.

გარდა ამისა, ლისის ტბის მიმდებარედ წარმოდგენილი იყო სამინისტროს სხვა დანაყოფების თემატური სივრცეები: "112"-ის შენობის მაკეტი, დაცვის პოლიციის საბავშვო ინსტალაციები. ექსპერტ-კრიმინალისტებმა კი ბავშვებს ქიმიური შოუ წარუდგინეს.

საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით, მოზარდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ სტრატეგიულ თამაშში, რომლის გამარჯვებულებიც სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ღონისძიება საბავშვო სტუდიის კონცერტით დასრულდა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ ალიანს აქციაზე სიტყვის ზეღზუდვასა და ბანერების გამო პასუხს თხოვს
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი
ზელენსკიმ მელონის ბოდიში მოუხადა ხმელთაშუა ზღვაში რუსულ გემზე თავდასხმასთან დაკავშირებით
WP: ირანმა Starlink-ი აშშ-ს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics