04:27 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 15:07:57, 1074 ნახვა

საზოგადოება
​„შეუწყდეს უფლებამოსილება ნანა კოსტავას“ - სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა

ქუთაისის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატის ნანა კოსტავას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით სოციალურ ქსელში პეტიცია გავრცელდა.

"შეუწყდეს უფლებამოსილება ნანა კოსტავას" - ამ სახელით გავრცელებულ პეტიციას ამ დროისთვის 2060 მოქალაქე აწერს ხელს. პეტიციის განსახილველად კიდევ 2 940 ხმაა საჭირო. ადრესათი საქართველოს მთავრობაა.

"ქართული ოცნებიდან ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!" ანალოგიური სიძულვილის შემცველი პოსტი ,,ოცნების" დეპუტატმა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შემდეგაც გამოაქვეყნა. -ვინც ზნეობის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად" წერდა კოსტავა 2017 წლის 23 თებერვალს, ტელეწამყვანის შვილის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში. 

ვთვლი, რომ მსგავსი, მოსაზრებები და სიძულვილის ენით საუბარი მიუღებელია საჯარო მოხელის მხრიდან და დაუყოვნებლივ უნდა ჩამოშორდეს სახელმწიფო უწყებას", - წერია პეტიციის ტექსტში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics