|
2019-05-30 15:26:16, 1202 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე ფოთის პორტზე: დარწმუნებული ვარ, დეტალურად გამოიკვლევენ, სხვა პერიპეტიები პოლიტიკური სპეკულაციაა
"ფოთის პორტთან დაკავშირებით საუბარია სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზე, დარწმუნებული ვარ, დეტალურად გამოიკვლევენ, სხვა პერიპეტიები პოლიტიკური სპეკულაციაა", – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიერ ფოთის პორტთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლებულ ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის მიერ გაცემული დოკუმენტის გაუქმების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ანაკლიის პროექტს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. „იმ შემთხვევაში, თუ არ ვიტყვით, რაზეა საუბარი, საზოგადოებას აუცილებლად შეცდომაში შევიყვანთ და ოპონენტებიც ამას უკვე კარგად იყენებენ. საუბარია სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზე. შესაბამისად, მშენებლობის არანაირ ნებართვაზე ან მით უმეტეს, გარემოს დაცვის ნებართვასა და ქონების მართვის ნებართვაზე საუბარი არ არის. მაგ შემთხვევაში, ყველა საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზეა საუბარი, ამიტომ ჩვენც მოვიკითხეთ, ასე გვეუბნებიან და საჯაროდაც ხმოვანდება ეს ინფორმაცია, რომ ნებართვა ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელმა გასცა და დღეს ამაზე რეაგირება ის არის, რომ სამსახურიდანაა გათავისუფლებული. დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ უფრო დეტალურად გამოიკვლევენ, თუ არადა ამას ჩვენ მოვითხოვთ. აგრეთვე ეს დოკუმენტიც დღეს გაუქმდება. სხვა პერიპეტიები პოლიტიკური სპეკულაციაა. ანაკლიის პროექტს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ეს მთავრობისა და ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა. პოლიტიკურ სპეკულაციებს ჯობია, სხვადასხვა მხარემ, რომელსაც ნაკისრი ვალდებულებები აქვს, შეასრულოს, რათა ეს პროექტი საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდეს", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უნგრეთში ორბანის მთავრობის ორი ყოფილი მინისტრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს
ქადაგიშვილი- ირანის ელჩმა კეთილი ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავისი ფუნქციის აღსრულება მოახდინოს
სამხარაძე ირანის ელჩს- დიპლომატის პროტოკოლის ჩარჩოებში დარჩეს და ისტორიულ წიაღსვლებს თავი დაანებოს
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)