|
2019-05-30 14:37:37, 1045 ნახვა
კომენტარი
თურნავა: ვფიქრობთ, იმპორტის ჩანაცვლება ჩვენი პროგრამების ფარგლებში ისეთივე პრიორიტეტად ვაქციოთ, როგორც ექსპორტის წახალისებაა
„ჩვენ ყოველთვის გამოკვეთილი გვაქვს პრიორიტეტი - წავახალისოთ ჩვენი ექსპორტი და ეს მართლაც მნიშვნელოვანია. გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები, რადგან ექსპორტი იზრდება და, სხვათაშორის, ლარის სიმყარეც ამაზეა დიდწილად დამოკიდებული. მაგრამ იმპორტის ჩანაცვლება უკვე შემდეგი გამოწვევაა, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმზე ამ თემაზე საუბრისას. ნათია თურნავას ინფორმაციით, იმპორტის ადგილობრივი პროდუქციით ჩანაცვლების მიზნით მთავრობა მოქმედების ორ სცენარს განიხილავს, მათ შორის სახელმწიფო პროგრამებში იმპორტის ჩანაცვლების კომპონენტის დამატებას. „ვფიქრობთ, ისეთივე პრიორიტეტად ვაქციოთ იმპორტის ჩანაცვლება ჩვენი პროგრამების ფარგლებში, როგორც ექსპორტის წახალისების კომპონენტია და ეს პირველ რიგში გამოიკვეთება „აწარმოე საქართველოში" პროგრამების ფარგლებში. ჩვენ გვაქვს შესაბამისი პროგრამები, რომლებიც ორიენტირებულია ექსპორტის ხელშეწყობაზე და ვფიქრობთ, ანალოგიური მიდგომა უკვე წელს იმპორტის ჩანაცვლებაზეც გავავრცელოთ", - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, მოხდება პროგრამის პორტფელის გადახალისება - იმპორტის ჩამნაცვლებელმა კომპანიებმა იგივე ბენეფიტებით და დახმარებით რომ ისარგებლონ, როგორც ექსპორტიორებმა. შემდეგი მიმართულება, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, ადგილობრივი წარმოების ინტერესების უფრო მეტი დაცვაა. „მეორე, უფრო გლობალური მიმართულება, რომელიც საკანონმდებლო დონეზე ტარდება, არის შიდა ბაზარზე ჩვენი, ადგილობრივი წარმოების ინტერესების უფრო მეტი დაცვა და მხარდაჭერა ვაჭრობის სამართლიანი წესების განმტკიცების მიმართულებით", - განაცხადა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო გახსნილი, ლიბერალური ბაზარია, სხვადასხვა მრავალმხრივი და ორმხრივი ვაჭრობის შეთანხმებების და მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის წევრი. მისი თქმით, ეს გვაკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, მაგრამ ჩვენ ვამკვიდრებთ ცივილიზებულ გზებს, თუ როგორ შეიძლება მსოფლიოში აპრობირებული გზით დავიცვათ საკუთარი წარმოება უხარისხო იმპორტისგან - უსამართლო, დემპინგურ ფასში შემოტანილი ანალოგიებსგან. ნათია თურნავას ინფორმაციით, ახლა მთავრობა ბიზნესთან ერთად ჩართულებია ანტიდემპინგური კანონმდებლობის აქტიურ განხილვაში, რაც არის ერთ-ერთი აპრობირებული გზაა, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ, რომელიც ვაჭრობაში ლიბერალური და გახსნილია, იმავდროულად ძალიან მკაცრად დაიცვას საკუთარი ბიზნესის ინტერესები უსამართლო, უკანონო დემპინგური გამოვლინებების დროს. მინისტრის თქმით, ასევე უმნიშვნელოვანესია ხარისხის სტანდარტის დაცვა არამარტო საკუთარი წარმოების მიმართ, არამედ მთლიანად ბაზარზე.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)