01:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 13:54:21, 758 ნახვა

საზოგადოება
კომისიამ ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხზე მუშაობა დაიწყო

ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ  სახლის შესყიდვის თაობაზე, 500-მდე ოჯახის განაცხადის განხილვა დაიწყო.

კომისიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხელმძღვანელობს.

მიმდინარე წელს, სამინისტრო სახლს სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 165 ოჯახს შეუსყიდის.

ეკომიგრანტ ოჯახებს საშუალება მიეცემათ, უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, 25 000 ლარის ფარგლებში, თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ.  სახლებს თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც შემოსავლის დამატებით წყაროს წარმოადგენს.

კომისია ასევე განიხილავს 130 ეკომიგრანტი ოჯახისათვის  იმ საცხოვრებელი სახლების დაკანონების საკითხს, სადაც ისინი უკვე წლებია ცხოვრობენ.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის მუშაობაში სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები მონაწილეობენ.  

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics