|
2019-05-28 12:11:19, 893 ნახვა
საზოგადოება
31 მაისს, ბათუმში სოციალური მომსახურების სააგენტო დასაქმების ფორუმს გამართავს
31 მაისს, ბათუმში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით დასაქმების ფორუმი გაიმართება. ფორუმის მიზანს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. დასაქმების ფორუმის მიმდინარეობისას სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდებიან ერთმანეთს. დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 50-მდე კომპანია 2000-ზე მეტ ვაკანსიას შესთავაზებს. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, სამშენებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმის, წარმოების, დისტრიბუციისა და ენერგეტიკის სფეროებიდან არის. worknet.gov.ge-ზე რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს ფორუმის შესახებ ინფორმაცია წინასწარ გაეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ www.ssa.gov.ge-ს, გადახვიდეთ დასაქმების ფორუმის სარეგისტრაციო ბანერზე და დარეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველ დროს (15:00 საათიდან 18:00 საათამდე). ფორუმზე რეგისტრაცია შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც რეგისტრირებულია შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet.gov.ge-ზე. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები, ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლებს დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს დეტალურად გააცნობენ. ბათუმის დასაქმების ფორუმი 31 მაისს, 15:00 საათზე დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი: ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N33, სასტუმრო „ვინდჰემ ბათუმი“.
(NS)
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)