|
2019-05-27 18:04:59, 1003 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება
საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) ჩატარებული 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების პირველი ტურის შედეგები შეაჯამა და მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულება მიიღო. მეორე ტურში მონაწილეობას №13 შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო ‐ თავისუფალი დემოკრატები“) და №41 ვლადიმერ კახაძე („ქართული ოცნება ‐ დემოკრატიული საქართველო”) მიიღებენ. მათ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (მთაწმინდა) შუალედური არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლების ხმათა უმრავლესობა მოიპოვეს. შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა სულ 15 022-მა ამომრჩეველმა მიიღო, შალვა შავგულიძემ 5 422 ხმა (36.84%), ხოლო ვლადიმერ კახაძემ - 6 036 ხმა (41.01%). როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ცესკომ დაამტკიცა მეორე ტურისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, ბიულეტენის ტექსტი, ასევე დაადგინა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების განაწილების წესი; „მეორე ტურის ჩასატარებლად განსაზღვრულია 402,673 ლარი; აღსანიშნავია, რომ ეს თანხა ცესკოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მოუთხოვია. პირველ ტურში გაწეული თანხების ეკონომიიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა აღნიშნული თანხის მეორე ტურისთვის გადანაწილება“,- განაცხადა ანა მიქელაძემ. დღეს გამართულ სხდომაზე ცესკომ, ასევე მიიღო ინფორმაცია საკრებულოს 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნებისათვის, შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი, კანონიერ ძალაში შესული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, საკრებულოს წევრად არჩეული პირების შესახებ. 2019 წლის საკრებულოების შუალედური არჩევნები 6 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შეჯამდა.
(NS)
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)