|
2015-06-30 11:24:33, 635 ნახვა
საზოგადოება
პრემიის მიღების უფლება შესაძლოა, 800–მდე თანამდებობის პირს შეეზღუდოს
25 მაღალი რანგის დაახლოებით 800–მდე თანამდებობის პირს, შესაძლოა 2016 წლის პირველ იანვრამდე პრემიის მიღების უფლება შეეზღუდოთ. აღნიშნულს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული. კანონის პროექტის თანახმად, 25 რანგიდან 24 ეხება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს და მათ მოადგილეებს. ხოლო ერთი ადგილობრივი ხელისუფლების შემდეგ თანამდებობის პირებს – საკრებულოს თავჯდომარე, მერსა და გამგებელს. რაც შეეხებათ,სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მაღალი თანამდებობის პირებს, პროექტის მიხედვით, შრომითი გასამრჯელოდან პრემიის მიღების უფლება შეეზღუდებათ: საქართველოს პარლამენტის წევრს; სახელმწიფო მინისტრს და მის მოადგილეს; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპიბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, მთავრობათა თავჯდომარეებს და მოადგილეებს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს; საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს და მის მოადგილეს; პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშორების საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს და მის მოადგილეს; საგადასახადო ომბუდსმენს და მის მოადგილეს; საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსს და მის მოადგილეს; სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს; შემოსავლების სამსახურის უფროსს და მის მოადგილეებს; გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს; ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და საბჭოს წევრს; პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს; ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრს; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარეს, მის მოადგილეს და კომისიის მდივანს; სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს და მის მოადგილეს; მოსამართლეს; საქართველოს მთავარ პროკურორს და მის მოადგილეს; საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და მის მოადგილეს. აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი და ავტორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილია. ქუცნაშვილმა კანონის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა. ამ ინიციატივას გუშინ, ბიუროს სხდომაზე, დეპუტატი გია ვოლსკი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ცვლილება გასაზიარებელია, თუმცა პროექტის ავტორმა ამ საკითხთან დაკავშრებით მთავრობასთან კონსულტაციები უნდა გაიაროს. „პათოსი გასაგებია და ვფიქრობ, გასაზიარებელია, მაგრამ ეს საკითხი მთავრობასთან გასავლელია, რადგან ცვლილება სამთავრობო სტრუქტურებს ეხება. ამ პროექტის საწინააღმდეგო არავის შეიძება ჰქონდეს, მითუმეტეს, ამ კვარტალში ასეთი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. კოსნულტაციების საფუძველზე ჩვენ შეიძლება ეს კანონი მივიღოთ, მაგრამ არა დაჩქარებული წესით“, – აღნიშნა ვოლსკიმ. პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა აქვე განაცხადა, რომ აღნიშნულ კანონპროექტში საუბარი არ არის, ზოგადად როგორ უნდა მოწესრიგდეს პრემიების საკითხი. „იანვრის შემდეგ რაც გინდათ ის აიღეთო, გვეუბნება ინიციატორი“, – დასძინა უსუფაშვილმა. დეპუტატებმა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მხარი არ დაუჭირეს და ის კომიტეტებს განსახილველად ჩვეულებრივი წესით გადაეცათ.
28 ნოემბრის მარშის ორგანიზატორებმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდეს, მასობრივი საპროტესტო აქციების წლისთავზე გამართულ აქციაზე დასწრებისკენ
სარჯველაძე სუროგაციაზე: რისკების დაზღვევას რთულია, ამიტომ აკრძალვა სჯობს რეგულაცია
რაზმაძის დისკრედიტაციის მიზნით AI გენერირებული ვიდეოები ვრცელდება - მითების დეტექტორი
„თეგეტა ჰოლდინგი“ სოციალური მეწარმეობის ფორუმის ოქროს სპონსორი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



