|
2019-05-22 15:45:16, 1231 ნახვა
კომენტარი
ლადო კახაძე - სადაც ერთი „ნაციონალი“ იქნება დასახელებული და იმ გუნდში იქნები - შენც „ნაციონალი“ ხარ
„სადაც ერთი ნაციონალი იქნება დასახელებული და იმ გუნდში იქნები - შენც ნაციონალი ხარ. მე შალვას დიდ პატივს ვცემ. მასზე, როგორც პიროვნებაზე ვერასდროს ძვირს ვერ ვიტყვი, თუმცა ეს მისი არჩევანია“, – ამის შესახებ „ტვ პირველის“ დღის ამბებში „ქართული ოცნების" მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ განაცხადა. მისი თქმით, შალვა შავგულიძე იმ ადამიანებთან მივიდა, ვინც ბევრი რამ გააფუჭა. „ლანძღვა არ იქნება ჩემგან არასოდეს, ეს არის მიუღებელი. ყველგან, სადაც ლადო კახაძე იყო, ის არ შეცვლილა, მე ვამაყობ, იმით, რა გზაც გამოვიარე, ზუსტად ისეთი დავრჩი და სიკვდილთან ასოცირებული არ ვარ. შალვა იმ ძალასთან მივიდა, რომელმაც ბევრი რამე გააფუჭა. ბევრი ცოდვა ადევთ. მოკალით ადამიანები", „ესროლეთ", „ტყვია არ დაიშუროთ" - ასეთი რაღაცები მახსოვს, ჩემს ყურს ძალიან ცუდად ხვდება და როგორც ექიმს სწორად არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსმა საზოგადოებას ასეთი აკადროს. მე, როგორც ექიმს სიკვდილზე ხელი არასდროს არ მომიწერია და არც როგორც პოლიტიკოსი არ მოვაწერ არასდროს“, - აცხადებს ლადო კახაძე.
(NS)
რუსეთმა ჩინეთისგან 10 მილიარდი რუბლის ღირებულების გასაბერი სამხედრო ტექნიკა შეიძინა
2027 წლიდან სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო უქმდება
პუტინმა შორეულ აღმოსავლეთში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობისკენ მოუწოდა
გვარამია - საკონსტიტუციოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაია ამჟღავნებს გასაოცარ მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობას
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



