20:00 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-20 12:00:53, 1077 ნახვა

საზოგადოება
NDI: გამოკითხულთა 90%-ს, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 90 %-ს, 2017 წლის გაზაფხულის - ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ ევროპის ე.წ. შენგენის ზონის ქვეყნებში არ უმოგზაურია. მათგან 5%-ის თქმით, იმოგზაურა ერთხელ, 3 %-ის თქმით, იმოგზაურა რამდენჯერმე, 2 %-მა კი აღნიშნა, რომ არ იცის.

კითხვაზე: 1991 წლიდან დღემდე, გიცხოვრიათ თუ არა თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს საზღვარგარეთ სულ ცოტა სამი თვის მანძილზე? - გამოკითხულთა 73 %-მა აღნიშნა, რომ არ უცხოვრია, 25 %-ის თქმით, უცხოვრია, 1 %-მა არ იცის, ასევე 1 % კი პასუხზე უარს აცხადებს.

გამოკითხული მოსახლეობის 33%-ს 1991 წლის შემდეგ საზღვარგარეთ უცხოვრია ევროპაში. რუსეთში; 20 % - თურქეთში; 15 % - ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში; 3 % - აშშ-ში; 1 % -ს ახლო აღმოსავლეთში; ასევე 1 % -ს აზიაში, ხოლო 9 % -ს სხვა ქვეყნებში.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics