|
2019-05-20 01:00:55, 1219 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი - არ ვაპირებთ გავჩერდეთ, ახლა დროა მშვიდობიანი ტალღის შექმნის, რომელიც ივანიშვილს წალეკავს
"ახლა დრო არის დარაზმვის, ერთად შეკვრის და მშვიდობიანი ფართო მოძრაობის გაშლის. მშვიდობიანი ტალღის შექმნის, რომელიც წალეკავს ივანიშვილს", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დროა მოსახლეობა ერთ მუშტად შეიკრას და ქვეყანა "ოლიგარქის მმართველობისგან დაიცვას". ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, მმართველმა გუნდა არჩევნები ისევ გააყალბა. „მინდა გამოვეხმაურო საქართველოში ჩატარებულ მორიგ საარჩევნო ფარსს. შარშან, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ივანიშვილმა თავხედურად მოიპარა გია ვაშაძის გამარჯვება და როცა ჩვენ ეს შევარჩინეთ მქონდა ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება ივანიშვილის პირობებში საქართველოში არჩევნების თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობის თაობაზე. როდესაც სანდრამ გადაწყვიტა ზუგდიდში კენჭისყრა, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობდი, მას არც ერთ შემთხვევაში არ მისცემდნენ გამარჯვების შესაძლებლობას,მაინც მხარი დავუჭირე, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო ბრძოლაში და ბევრ ადამიანს გაუჩნდა ენთუზიაზმი, ბევრმა ირწმუნა თავისი ძალა, ბევრმა მოსინჯა თავისი თავი, მათ შორის, ამ პოლიტიკურ რაუნდში. დღე დგება ისეთი შედეგი, როგორიც იყო მოსალოდნელი. ივანიშვილმა არჩევნები საქართველოში გააუქმა და ჩაიდო ჯიბეში. შეუძლებელია იმ ქვეყანში, სადაც არის არაფორმალური მმართველობა ტარდებოდეს ფორმალურად სწორი და დემოკრატიული არჩევნები. იმისთვის, რომ ჩავატაროთ თავისუფალი არჩევნები საქართველოს რომელიმე ცალკე აღებულ პუნქტში ან ქვეყნის მასშტაბით, ამის ერთადერთი მეთოდი არის ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის მოშორება. მეტი გზა არჩევნების ჩატარების ფიზიკურად და თეორიულადაც არ არსებობს. ჯერ მოშორდება ივანიშვილი და მერე არის არჩევნები. ივანიშვილი და არჩევნები ერთად საქართველოში შეუთავსებელია. ახლა დრო არის დარაზმვის, ერთად შეკვრის და მშვიდობიანი ფართო მოძრაობის გაშლის. მშვიდობიანი ტალღის შექმნის, რომელიც წალეკავს ივანიშვილს. მთლიანად მხარს ვუჭერს და ვუერთდები დღეს სანდრას მოწოდებას. არ ვაპირებთ გავჩერდეთ. ეს არ არის გასული წლის ნოემბერი, როცა მივიღეთ რაც იყო. ვერ ეღირსებიან. ბრძოლა გამარჯვებამდე. მე არ გავჩერდები არც ერთი წამით, ვიდრე ივანიშვილს არ ჩამოვაშორებთ საქართველოს მმართველობას. ვუჭერ მხარს სანდრას მოწოდებას, გავიდეს და მოიაროთ თითოეული ქალაქის უბანი, მიხვიდეთ ყველგან, სადაც კიდევ დარჩა ხალხი. ახლა დრო არის დარაზმვის, ერთად შეკვრის და მშვიდობიანი ფართო მოძრაობის გაშლის. მშვიდობიანი ტალღის შექმნის, რომელიც წალეკავს ივანიშვილს. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ჩვენი უნდა შევქმნათ ფართო პროექტი. ჩვენ ყველგან უნდა დავუპირისპირდეთ, უსამართლობას, ცინიზმს, უტიფრობას, ტყუილს, ყვეაფერს რაზეც დგას ოლიგარქის ბანდიტური რეჟიმი. საქართველო ქართველებმა უნდა დაისხნან “,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)